14 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1155

პარასკევს, 14 იანვარს კრიპტოვალუტების უმეტესობა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოპოვებული პოზიციების შენარჩუნებას ცდილობდა.

თუმცა CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, დღის პირველი ნახევარი კრიპტოვალუტების ბაზრისთვის არცთუ სახარბიელო იყო. აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის კურსმა დღის მანძილზე დაახლოებით 3.68%-იანი კლება აჩვენა. კრიპტოვალუტის კურსი 42.161 დოლარამდე შემცირდა.

ბიტკოინმა კვირის განმავლობაში 13 იანავრს კურსის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. გუშინ კრიპტოვალუტის ფასმა 44.278 დოლარი შეადგინა.

ბიტკოინის ბაზარზე დომინირების მაჩვენებელი 39.7%, ხოლო ეთერიუმისა – 19.1%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასი საკმაოდ შემცირებულია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი თითქმის 4%-ით შემცირდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტამ ვაჭრობა დღეს 3.228 დოლარის ფარგლებში გააგრძელა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 14 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 12 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი