მარია მუნიოსი ყაზახეთის მაინინგის კოლაფსის ფონზე ესპანეთის დაწინაურების შესაძლებლობას ხედავს

0
804

ესპანეთის პოლიტიკური პარტიის Ciudadanos-ის დეპუტატმა, მარია მუნიოსმა მთავრობას შესთავაზა კანონპროექტი, რათა ესპანეთი ბიტკოინის მოპოვების ცენტრად აქციოს.

იურიდიული და ეკონომიკური განათლების მქონე დეპუტატი “ტვიტერის” პოსტში ღიად უჭერდა მხარს ბიტკოინს.

„ყაზახეთის პროტესტს აქვს გავლენა მთელ მსოფლიოზე, ასევე ბიტკოინზე. ჩვენ გთავაზობთ, რომ ესპანეთმა მოახდინოს პოზიციონირება და გახდეს უსაფრთხო ადგილი კრიპტოვალუტაში ინვესტირებისათვს. ჩვენი მიზანია მოქნილი, ეფექტური და უსაფრთხო სექტორის განვითარება”,- აღნიშნა მარია მუნიოსმა.

დეპუტატმა ორგვერდიან ღია წერილში ისაუბრა იმ საფრთხეებზეც, რაც მოჰყვა აზიის ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში მთავრობის მხრიდან ინტერნეტის გათიშვასა და ხალხის წინააღმდეგ ჯარის და პოლიციის გამოყვანას.

მან მაგალითად მოიყვანა კემბრიჯის მიერ ალტერნატიული ფინანსების კვლევა, რომელშიც ყაზახეთი მაინინგითა და ჰეშის სიჩქარით 2021 წელს მეორე ადგილზე იყო.

ამ ვრცელმა ღია წერილმა გააჩინა კითხვებიც, მაგალითად: მიიღებს თუ არა მთავრობა ზომებს ყაზახეთის მაინინგის მრეწველობისგან წამოსული ინვესტორებისა და მაინერების მოსაზიდად?

უნდა აღინიშნოს, რომ მაინინგის ინფრასტრუქტურა გეოგრაფიულად შეზღუდული არ არის. მაგალითად, ყაზახეთმა და კოსოვომ, ჩინეთის მხრიდან მაინინგის აკრძალვით ისარგებლეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი