Coinsuper-ს მომსახურებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა

0
791

ჰონგ-კონგში დაფუძნებული Coinsuper-ის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

Coinsuper-ი არის ერთადერთი კრიპტოვალუტის კომპანია ჩინეთში, რომელიც ლიცენზირებულია მთავრობის მიერ.

იგი დაარსდა UBS Group AG-ს ყოფილი უფროსი აღმასრულებელის მიერ 2017 წლის ნოემბერში.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ბირჟის მომხმარებლებს თანხის გატანასთან დაკავშირებით ნოემბრის შემდეგ აქვთ პრობლემები შექმნილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ხუთმა კლიენტმა შეიტანა საჩივარი პოლიციაში მას შემდეგ, რაც შეუძლებელი გახდა სერვისებით სარგებლობა. საუბარია კუთვნილი თანხების ხელმისაწვდომობის სრულ შეზღუდვაზე.

აღნიშნულმა მომხმარებლებმა ვერ შეძლეს კუთვნილი 55.000 დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის განაღდება.

შედეგად Coinsuper-ის წინააღმდეგ ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი პროტესტი, რომელსაც Pantera Capital-ი მხარს უჭერს.

ამ უკანასკნელს კი მართავს კარენ ჩენი, რომელიც ადრე UBS China Inc.-ის პრეზიდენტად მუშაობდა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბირჟამ დაახლოებით 17,4 მილიონი აშშ დოლარის მოცულობა ბოლო 24 საათის განმავლობაში დაამუშავა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მედია წერდა, რომ ფასიანი ქაღალდებისა და ფიუჩერსების კომისიის აღმასრულებელ დირექტორს სურდა მეტი კონტროლის მოპოვება, რათა თაღლითურ საქმეებში კრიპტოვალუტის გამოყენების წინააღმდეგ ებრძოლა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი