PayPal-მა სტაბილკოინის კვლევა დაიწყო

0
959

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკულმა კომპანია PayPal Holdings-მა დაადასტურა, რომ აპირებს საკუთარი სტაბილკოინის შექმნას. მონეტას PayPal Coin-ი ერქმევა.

თუმცა კომპანიას ოფიციალურად არ განუცხადებია სტაბილკოინის კვლევის დაწყების შესახებ. იგი iPhone-ის დეველოპერმა, სტივ მოზერმა აპლიკაციის კოდში აღმოაჩინა.

PayPal-ის აპლიკაციაში ნაპოვნი მტკიცებულებების დადასტურებისას PayPal-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ხოსე ფერნანდეს და პონტემ Bloomberg News-ს განუცხადა:

„ჩვენ ვიკვლევთ სტაბილკოინს. იმ შემთხვევაში თუ ეს პროექტი წარმატებული გამოდგა, ჩვენ ვითანამშრომლებთ შესაბამის მარეგულირებელ ორგანოსთან.“

სტივ მოზერის მიერ კოდის პოვნის შემდეგ ნათელი გახდა, რომ PayPal-ი PayPal Coin-ს შექმნის, რომელიც შეერთებული შტატების დოლარით იქნება მხარდაჭერილი.

PayPal-ის სპიკერმა განმარტა, რომ iPhone-ის აპლიკაციაში კოდების განთავსება ერთგვარი გამოწვევა იყო მათ მიერ ორგანიზებული ბოლო ჰაკათონში ჩართული მონაწილეებისათვის.

აღსანიშნავია, რომ PayPal-ის ციფრული ვალუტის მზადების პროცესის დასრულებამდე სრულიად შესაძლებელია შეიცვალოს როგორც ტოკენის სახელი, ასევე ლოგო და სხვა მახასიათებლები.

როგორც ცნობილია, შარშან PayPal-მა თავის აპლიკაციას მიანიჭა ახალი ფუნქციები, რომლის მიხედვითაც მომხმარებელებს შეუძლიათ შეიძინონ, შეინახონ და აწარმოონ გადახდები კრიპტოვალუტაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი