DAO 6 მილიონ დოლარს P2E თამაშების განსავითარებლად გამოიყენებს

0
1262

Play It Forward DAO-მ 2022 წელი 6 თვის წინ გამოცხადებული დაფინანსების სერიის დახურვის გამოცხადებით დაიწყო. ამ რაუნდში კომპანიამ შეძლო, რომ კერძო ინვესტორებისაგან 6 მილიონი დოლარი შეეგროვებინა.

DAO მოიცავს წარმომადგენლობით ჯგუფს, რომელიც 40,000-ზე მეტი მოთამაშისა და 3,000 მეცნიერისაგან შედგება. ჯგუფის წევრები ძირითადად ფილიპინებისა და ინდონეზიაში მოღვაწეობენ, ხოლო მათი მართვა მეცნიერთა მენეჯმენტის პროგრამის საშუალებით (P2E) ხორციელდება.

ამჟამად, DAO-ს P2E მოთამაშეები რამდენიმე მნიშვნელოვან Metaverse-ში არიან განაწილებულები, მათ შორის Axie Infinity, Thetan Arena, Pegaxy და Dragonary-ში.

ქსელის თანადამფუძნებელმა, ჩოლო მაპუტოლმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ დაფინანსებით შეგროვებული თანხები გამოყენებული იქნება DAO-ს სასტიპენდიო პროგრამებისათვის. დაფინანსება გადანაწილდება P2E პლატფორმის გასაზრდელადაც, რაც გულისხმობს P2E თამაშებსა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში ინვესტიციების მოზიდვას.

DAO-მ განაცხადა, რომ ფონდების მოზიდვის რაუნდი წარმოადგენს შემდეგ ფაზას პლატფორმის მშენებლობისათვის, რომელიც მეტი მოთამაშისთვის გლობალურად გარდაქმნის Play-to-Earn-ს Plug-and-Play გამოცდილებად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი