ინდოეთის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების საბჭო ფონდებს კრიპტოვალუტაში ინვესტირებას არ ურჩევს

0
954

ინდოეთის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების საბჭოს (SEBI) თავმჯდომარემ, აჯაი ტიაგიმ ურთიერთდახმარების ფონდებს მოუწოდა, რომ თავი აარიდონ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ აქტივებში ინვესტიციებს, რადგან მთავრობა კრიპტოვალუტისთვის ახალი წესების შემუშავებას გეგმავს.

”მათ, ვინც ინვესტიცია მოახდინა ურთიერთდახმარების ფონდებში, – კომპანიებში, რომლებიც დაკავშირებულნი არიან კრიპტოვალუტებთან, ჩემი აზრით, თავი უნდა შეიკავონ უახლოეს მომავალში დაგეგმილი ინვესტიციებისაგან, სანამ არ მივიღებთ ცხად და მკაფიო კანონებს ციფრული ვალუტის პოლიტიკაში”,- განაცხადა SEBI-ს თავმჯდომარემ.

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში კრიპტოვალუტის მარეგულირებელი გარემო ბუნდოვანია ქვეყანაში კრიპტოვალუტები ყოველდღიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე გაურკვეველია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული მარეგულირებელი წესები.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ინდოეთის პოლიციის კომისარმა კრიპტო მომხმარებლები თაღლითობის შესახებ გააფრთხილა.

ჰაიდერაბადის ქალაქის პოლიციის სახელით კომისარმა, შიხა გოელმა კიბერდანაშაულის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე მოქალაქეები გააფრთხილა და მოუწოდა, რომ თუკი ციფრულ ვალუტაში ინვესტირებას განახორციელებენ, ამისათვის მხოლოდ ძველი, კარგად ნაცნობი და გამოცდილი ბაზრები და ვალუტები აირჩიონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი