სალვადორის მიერ გამოშვებულ Chivo-ს საფულეებიდან, როგორც ჩანს გარკვეული ოდენობის თანხები იკარგება.
ამის შესახებ კი სოციალურ მედიაში უამრავი საფულის მფლობელი წერს.
Twitter-ზე სულ მცირე 50-მა სალვადორელმა განაცხადა დეკემბრის ზარალის შესახებ, რომელიც ჯამში 96.000 დოლარს აღემატება. ზოგიერთი ტრანზაქციის ფასი 61 აშშ დოლარი იყო, მაგრამ ზოგიერთმა მომხმარებელმა თქვა, რომ ათასობით დოლარი აკლდა მათ საფულეებს.
„საფულიდან ფული და ტრანზაქციების ჩანაწერი გაქრა”,- აღნიშნა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
ბუკელემ ოქტომბერში აღნიშნა, რომ 3 მილიონი სალვადორელი Chivo-ს საფულეებს იყენებდა, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით საკმაოდ დიდი რაოდენობაა.
შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს სალვადორის პრეზიდენტმა 21 ბიტკოინის შესყიდვის შესახებ განაცხადა.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ, როგორც წესი, ბიტკოინის მსხვილი შესყიდვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულებისა და განსაკუთრებული დღეების აღნიშვნისას ხდება.