გლობალური PricewaterhouseCoopers (PwC) ორგანიზაციის საერთაშორისო შვილობილმა კომპანიამ, PwC Hong Kong-მა, ცოტა ხნის წინ, განაცხადა კომპანიის ჩაშვების შესახებ Metaverse-ის სივრცეში.
უფრო კონკრეტულად კი, კომპანიამ Sandbox-ში მიწის ნაკვეთი შეიძინა.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის LAND აქტივის ღირებულება არ იყო გამჟღავნებული PwC Hong Kong აპირებს ააშენოს Web 3.0 საკონსულტაციო ცენტრი, რათა ხელი შეუწყოს ახალი თაობის პროფესიონალურ მომსახურებას.
კომპანიის სათაო ოფისი ლონდონში მდებარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ PwC-მ 45 მილიარდი დოლარის შემოსავალი 2020-ის ივნისიდან 2021 წლის ივნისამდე დააფიქსირა, რაც 2%-ით მეტია წინა საშემოსავლო სეზონთან შედარებით.
PwC ჰონგ-კონგის პარტნიორმა, უილიამ ჯიმ განაცხადა, რომ ორგანიზაცია შეეცდება არსებული გამოცდილება კლიენტთა მომსახურებისთვის გამოიყენოს.
რაც შეეხება თავად Metaverse-ს, უილიამ ჯიმ მას „ციფრული ფენომენი“ უწოდა.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტური ჩინეთის სახალხო ბანკი Metaverse-ის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი.