რიკარდო სალინას პლიეგო საზოგადოებას ბიტკოინის ყიდვისკენ მოუწოდებს

0
914

მექსიკელი მილიარდერი საახალწლო შეტყობინებაში საზოგადოებას ბიტკოინის ყიდვისკენ მოუწოდებს.

მექსიკის მესამე უმდიდრესმა ადამიანმა საახალწლო მესიჯი კრიპტოვალუტით დაინტერესებულ ადამიანებს გაუგზავნა. რიკარდო სალინას პლიეგომ ორწუთიან სადღესასწაულო ვიდეოში რეკომენდაცია გაუწია ტრადიციული ფულით ბიტკოინის ყიდვას. Twitter-ზე ის რჩევას თავის 957,200 “მიმდევარს” აძლევს.

„მოერიდეთ ტრადიციულ ვალუტებს. იქნება ეს დოლარი, ევრო თუ იენი – ეს ყველაფერი ერთი და იგივეა. ეს არის ტყუილისგან დამზადებული ყალბი ფული. ამაჟამად ცენტრალური ბანკები უფრო მეტს ფულს აწარმოებენ, ვიდრე ოდესმე“,- აღნიშნა რიკარდო სალინას პლიეგომ.

ოქროს ნაძვის ხის წინ, მან Twitter-ზე თავის გამომწერებს ასევე ურჩია, რომ თავი დააღწიონ ეჭვებს და ისწრაფვონ თავისუფლებისა და ინოვაციისკენ.

გასაკვირი არ არის, რომ ის ხელს უწყობს ბიტკოინში ინვესტირებას. როგორც ცნობილია, რიკარდო სალინას პლიეგო 2013 წლიდან ბიტკოინის მფლობელია.

პლიეგოს Twitter-ზე საკუთარ ბიოგრაფიაში აღნიშნული აქვს, რომ არის მექსიკელი ბიზნესმენი და ბიტკოინის მფლობელი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი