პაკისტანის მოქალაქეებს 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტები აქვთ

0
986

პაკისტანის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის (FPCCI) პრეზიდენტმა, ნასირ ჰაიატ მაგუნმა განაცხადა, რომ პაკისტანის მოქალაქეები 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტების მფლობელები არიან.

პრესკონფერენციაზე FPCCI-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტის შეფასება პალატის კვლევით ნაშრომს ეფუძნება.

მან მოუწოდა პაკისტანის მთავრობას განახორციელოს კრიპტოვალუტის პოლიტიკის შესაფერისი ცვლილებები და მიუთითა, რომ მეზობლემა ინდოეთმა უკვე დანერგა გარკვეული მარეგულირებელი წესები.

ამასთანავე, Chainalysis-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ წინა წლის განმავლობაში პაკისტანმა კრიპტოვალუტის მიღების უზარმაზარი ზრდა განიცადა.

წელს Chainalysis Global Crypto Adoption Index-მა გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომელშიც ინდექსის ქულის მიხედვით პაკისტანი მესამე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ პაკისტანის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვებას 2025 წლისთვის გეგმავს. ცენტრალური ბანკის წარმომადგენელის თქმით, ბანკი ციფრული ვალუტის კონცეფციაზე უკვე დიდი ხანია მუშაობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი