SEBA Bank-მა ოქროთი მხარდაჭერილი ტოკენი გამოუშვა

0
1103

SEBA Bank-მა, ლიცენზირებულმა შვეიცარიულმა ციფრული ვალუტის საბანკო პლატფორმამ, რეგულირებადი ციფრული ტოკენი გამოუშვა, რომელიც მხარდაჭერილია ფიზიკური ოქროთი და მზადაა მიწოდებისთვის.

SEBA-მ განაცხადა, რომ მისი მარეგულირებელი ხასიათისა და ოქროს ფასების დაბალი ცვალებადობის გამო, ოქროს ტოკენი საბოლოოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სტაბილკოინი.

აღსანიშნავია, რომ SEBA Bank AG–მა ოფიციალურად მუშაობა 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო. მას შემდეგ, რაც კომპანიამ მარეგულირებლისგან, შვეიცარიის ფინანსური ბაზრის სამეთვალყურეო ორგანოსგან ლიცენზია მიიღო.

”ჩვენ ვამაყობთ, რომ 18 თვის განმავლობაში შევქმენით ბანკი და შევძელით ინვესტორებისგან 100 მილიონი შვეიცარული ფრანკის ოდენობის კაპიტალის მიღება”,- განაცხადა Seba–ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიდო ბიულერმა.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარია კრიპტოვალუტისთვის მეგობრულ ზონად არის მიჩნეული. შვეიცარიასთან ერთად აშშ და სინგაპური ციფრული ვალუტის ინდუსტრიის განვითარებისთვის ხელსაყრელ ქვეყნებად არიან დასახელებულნი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი