SBI Digital Asset Holdings-ი შვეიცარიულ ბირჟასთან თანამშრომლობას იწყებს

0
1001

SBI Digital Asset Holdings-მა, იაპონური საბანკო გიგანტის SBI Holdings-ის სრულუფლებიანმა შვილობილმა კომპანიამ, განაცხადა, რომ ახლა შვეიცარიულ ციფრულ ბირჟასთან SDX-თან თანამშრომლობს.

ერთობლივი საწარმო სინგაპურში დაფუძნება.

„ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ციფრული ვალუტების ფართო ინსტიტუციური მიღებისთვის აუცილებელი გლობალური ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. SDX-ის ამჟამინდელი პოზიციების გათვალისწინებით და ჩვენ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების გატარებით ეს კოლაბორაცია შექმნის მძლავრ ინსტიტუციურ დერეფანს ევროპასა და აზიას შორის”,- განაცხადა SBI Holdings-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იოშიტაკა კიტაომ.

საწარმო, სავარაუდოდ, 2021 წლის ბოლოსთვის დაიწყებს ოპერირებას და მომხმარებელს სერვისებს 2022 წლის დასაწყისისთვის სინგაპურის სავალუტო ორგანოს მარეგულირებელი კანონების შესაბამისად შესთავაზებას.

კრიპტოვალუტის მზარდი მოთხოვნის გამო SBI-სა და SIX-ს შორის პარტნიორობა მიზნად ისახავს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში რეგულირებადი ინსტიტუტების მომსახურეობას.

შეგახსენებთ, რომ იაპონურმა ფინანსურმა კონგლომერატმა, SBI Holdings-მა ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი ფონდი შექმნა, რომელიც ინვესტორებს კრიპტოვალუტაში ინვესტიციების განხორციელების საშუალებას აძლევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი