უკრაინა სტაბილკოინის საპილოტე პროგრამაზე მუშაობს

0
1423

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო Stellar-ზე დაფუძნებული სტაბილკოინის პროექტს მხარს უჭერს.

მსხვილი კომერციული ბანკი უკრაინაში, Tascombank-ი Stellar-ზე დაფუძნებული საპილოტე პროგრამის განხორციელებას იწყებს.

Stellar Development Foundation-მა განაცხადა ელექტრონული გრივნის საპილოტე ვერსიის შესახებ, რომელიც Tascombank-ისა და fintech კომპანიის Bitt-ის მიერ ამოქმედდება.

ელექტრონული გრივნის პილოტი უკრაინის ეროვნული ბანკის ზედამხედველობით და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება.

მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბორნიაკოვმა აღნიშნა, რომ საპილოტე პროექტი ტექნოლოგიურ საფუძველს ელექტრონული ფულის გამოშვებისთვის უზრუნველყოფს.

Stellar Development Foundation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენელ დიქსონმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ საპილოტე პროგრამისთვის სამუშაოები უკვე დაწყებულია. პირველი ფაზა სახელფასო ანაზღაურების გადახდას გულისხმობს.

„ეს რეგულირებადი ელექტრონული გრივნა Blockchain ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული. ამასთანავე, სტაბილკოინი უკრაინის ამჟამინდელი კანონმდებლობის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს”,- აღნიშნა დენელ დიქსონმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი