13 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1065

ორშაბათს, 13 დეკემბერს კრიპტოვალუტების ბაზარმა კვლავ კლების ტენდენცია აჩვენა. უნდა აღინიშნოს, რომ 12 დეკემბერს ციფრული ვალუტების ფასები შედარებით გაუმჯობესებული იყო, მაგრამ დღეს თითქმის ყველა კრიპტოვალუტის კურსმა დაიკლო.

გუშინ ბიტკოინის ფასმა მცდელობის მიუხედავად ვერ მოახერხა 50.700 დოლარის ზღვრის დაძლევა. საბოლოოდ კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 50.098 დოლარზე დაიხურა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი დაახლოებით 1.5%-ით შემცირდა.

ამასთანავე, კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის გაუმჯობესების მაჩვენებელი მხოლოდ 0.08%-ს შეადგენს. დღევანდელი მონაცემებით, ბიტკოინის კურსი 48.720 დოლარია.

13 დეკემბერს ბაზარზე ბიტკოინის წილი 41.2%, ხოლო ეთერიუმის 21.2%-ს შეადგენს

რაც შეეხება ეთერიუმს: უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალტკოინზე ვაჭრობა 1.11%-ით შემცირდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასი 3.997 დოლარს შეადგენს.

ეთერიუმის მიზანი კვლავ 4.000 დოლარის დონის მიღწევაა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 13 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 240 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი