Binance-მა ფასიანი ქაღალდების ბირჟის 18% შეიძინა

0
1001

Binance Singapore Arm-მა კერძო საფონდო ბირჟის 18%-იანი წილი შეიძინა.

Binance Asia Services-მა, Binance-ის ძირითადი კრიპტოვალუტის ბირჟის სინგაპურის ფილიალმა, აქციების 18% ადგილობრივ კერძო ფასიანი ქაღალდების ბირჟა, Hg Exchange-ზე (HGX) შეიძინა. ბირჟა ლიცენზირებულია და რეგულირდება სინგაპურის სავალუტო ორგანოს მიერ.

Binance Singapore-ის წარმომადგენელმა, რიჩარდ ტენგმა განაცხადა, რომ ახალი ინვესტიცია Binance-სა და HGX-ს დაეხმარება პროდუქტებისა და სერვისების მასშტაბების გაფართოებაში.

„კრიპტო და ტრადიციული ფინანსური შეთავაზებები თანხვედრაში მოდის. ჩვენ HGX-თან ერთად მიზნად ვისახავთ ვიმუშაოთ სინგაპურში Blockchain ეკოსისტემის გასაძლიერებლად,” – განაცხადა რიჩარდ ტენგმა.

HGX არის კერძო საფონდო ბირჟა, რომელიც დაარსებულია ისეთი ფინანსური ინსტიტუტის მიერ, როგორიცაა ქონების მართვის კომპანია PhillipCapital-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბირჟა Zilliqa-ს Blockchain-ს იყენებს. აბუ დაბის გლობალურ ბაზარში ფინანსური სერვისების მარეგულირებელი ორგანოს აღმასრულებელ დირექტორად მუშაობის შემდეგ, ტენგი Binance Singapore-ს 2021 წლის აგვისტოში შეურთდა.

ამჟამად, რიჩარდ ტენგი აღმასრულებელი დირქტორის თანამდებობას იკავებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი