BitMart-ზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა

0
1085

5 დეკემბერს ციფრული ვალუტის ბირჟა BitMart-ზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, ჰაკერებმა დაახლოებით 200 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა მოიპარეს.

ჰაკერული შეტევიდან მალევე Shiba Inu-ს (SHIB) საზოგადოებამ და კრიპტოვალუტის ბირჟა, Huobi Global-მა განაცხადეს, რომ ბირჟას უსაფრთხოების გაძლიერებაში დაეხმარებოდნენ.

მედიასთან საუბრისას, Huobi-ს გლობალური სტრატეგიის დირექტორმა, ჯეფ მეიმ განაცხადა, რომ ასეთ შეტევებთან გამკლავებაში გამჭვირვალობა და სწრაფი რეაგირება აუცილებელია.

„ბირჟებმა უნდა გააფრთხილონ თავიანთი მომხმარებლები, სხვა ბირჟები და სამართალდამცავი ორგანოები, რაც შეიძლება მალე გახდეს ცნობილი ის, თუ უსაფრთხოების სისტემის სისუსტე სად გამომჟღავნდა”,- აღნიშნა ჯეფ მეიმ.

მეიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომხმარებლებმა არ უნდა გააერთიანონ თავიანთი აქტივები ერთ პლატფორმაზე ან ერთ საფულეზე. Huobi-ს გლობალური სტრატეგიის დირექტორმა მომხმარებლებს ურჩია, რომ ინვესტიციების ჩადებამდე კარგად გამოიკვლიონ პლატფორმის უსაფრთხოების ზომები და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამისი ბირჟის პერსონალს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი