ბაჰამის კუნძულებზე დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, FTX-მა წინადადებების სია გამოაქვეყნა, რათა პოლიტიკოსებს მარეგულირებელი სისტემის შექმნაში დაეხმაროს.
FTX-მა წინადადებები გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც მაქსინ უოტერსმა, კონგრესის ფინანსური სერვისების კომიტეტის თავმჯდომარემ, კრიპტოვალუტების კომპანიების რამდენიმე აღმასრულებელი დირექტორი ციფრული ვალუტებისა და ფინანსების შესახებ ჩვენების მისაცემად მიიწვია.
FTX-ი ასევე განმარტავს პირდაპირი წევრობის ბაზრის სტრუქტურის აუცილებლობას, ანუ საშუალებას აძლევს სუბიექტებს განახორციელონ რეგულირებადი ვაჭრობა მესამე მხარის ჩართვის გარეშე.
ბირჟას ასევე აქვს იმ ტიპის რეგულაციის შეთავაზება, რომელიც მოითხოვს უფრო მეტ გამჭვირვალობას. ამასთანავე, FTX-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პლატფორმამ მომხმარებლებს უნდა მისცეს თვალსაჩინოება იმის შესახებ, თუ როგორ გეგმავს შესაბამისი სერვისი თაღლითობასა და ქურდობას გაუმკლავდეს.
აღსანიშნავია, რომ FTX-მა კრიპტო ოპერაციები ბაჰამის კუნძულებზე ამ წლის სექტემბერში დაიწყო. ბაჰამის ფასიანი ქაღალდების კომისიამ FTX Digital Markets-ი, როგორც ციფრული ვალუტების ოფიციალური ბიზნესი, ისე დაარეგისტრირა.