ხანგრძლივი დებატები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში კრიპტოვალუტის საგადასახადო დაბეგვრის შესახებ, შესაძლოა მალე დამთავრდეს.
სამხრეთ კორეაში არსებული კრიპტო ინდუსტრიისათვის დიდი გამარჯვება იქნება, თუ 2023 წლამდე ციფრულ ვალუტას გადასახადი არ შეეხება.
ეროვნულ ასამბლეაში საგადასახადო ქვეკომიტეტის წარმომადგენლებმა, სამხრეთ კორეის საკანონმდებლო ორგანოში, მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, კრიპტოვალუტისთვის გადასახადის დაწესება გადავადდება.
თუ აღნიშნულ ცვლილებას, პარლამენტი მიიღებს სესიაზე დაბეგვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება და არა, 2022 წლიდან, როგორც ადრე იყო დაგეგმილი. დემოკრატიული პარტიის დეპუტატებმა, რომლებიც ითხოვდნენ გადავადებას, უარყვეს ინფორმაციის შეგროვების პროცედურების ხარვეზები, რომლებსაც ეროვნული საგადასახადო სამსახური ახორციელებდა.
”იმ სიტუაციაში, როდესაც შესაბამისი საგადასახადო ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისად ჩამოყალიბებული, ციფრულ ვალუტებზე დაბეგვრის გადადება ვარიანტი კი არა, გარდაუვალი მდგომარეობაა”, – ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ სამხრეთ კორეელმა კანონმდებელმა განაცხადა.