Coinbase-ი კრიპტოვალუტის უსაფრთხოების კომპანიას შეიძენს

0
1012

კრიპტოვალუტის ბირჟა, Coinbase-ი კრიპტოვალუტის უსაფრთხოების კომპანიას, Unbound Security-ს შეიძენს.

Coinbase-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის შეისყიდის Unbound-ს უსაფრთხოების ექსპერტებთან წვდომის მოსაპოვებლად. ამავდროულად ეს ისრაელის ბაზარზე შესვლის შესაძლებობაც იქნება.

„ჩვენ დიდი ხანია ვაღიარებთ ისრაელს, როგორც ძლიერი ტექნოლოგიებისა და კრიპტოვალუტის განვითარებისთვის ხელსაყრელ ქვეყანას. მოხარულები ვართ, რომ ამ სფეროში ჩვენი გუნდის განვითარებას საუკეთესო თანამშრომლებით გავაგრძელებთ. Ulbound Security-ს გუნდი შექმნის ახალი კვლევითი დაწესებულების ბირთვს, რომლის განვითარებასაც დროთა განმავლობაში ვგეგმავთ“,- აღნიშნულია კრიპტოვალუტის ბირჟის განცხადებაში.

Unbound-ის შესყიდვა საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა. როგორც ცნობილია, აპრილში Nasdaq-ზე მისი ღირებულება 100 მილიარდ დოლარს შეადგენდა. გასულ კვირას, კრიპტო საფულეების პროვაიდერ BRD-ის გუნდმა განაცხადა, რომ შეუერთდება Coinbase-ს, რათა დაეხმაროს Web 3.0-ის მიღების დაჩქარებაში.

შეგახსენებთ, რომ ბირჟამ უკვე შეიძინა კომპანიები, მათ შორის Agara, ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის პლატფორმა, რომელიც ოპერაციებს ინდოეთში ახორციელებს, და მონაცემთა ანალიტიკური პლატფორმა Skew.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი