დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი: კრიპტობირჟებს გადასახადი შეეხებათ

0
946

მისი უდიდებულესობის შემოსავლებისა და საბაჟოების (HMRC) სამსახურის ბოლო განცხადებაში საუბარი ციფრული მომსახურების გადასახადს შეეხება, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში მოქმედი კრიპტოვალუტის ბირჟებზე დაწესდება.

კრიპტო ბირჟებს დიდ ბრიტანეთში ახლა მოუწევთ ციფრული სერვისების 2%-იანი გადასახადის გადახდა.

ბრიტანეთის საგადასახადო ორგანო ციფრულ ვალუტას ფინანსურ ინსტრუმენტებად არ ცნობს და შესაბამისად, არ ექვემდებარება გადასახადებისაგან გათავისუფლებას.

ხელისუფლებამ კრიპტოვალუტის ბირჟებს „ტექნიკური გადასახადი“ დააკისრა. ციფრული სერვისების გადასახადი შემოსავალზე 2020 წლის აპრილში დაინერგა.

„კრიპტოვალუტების ფართო არჩევანია, თითოეულს განსხვავებული მახასიათებლები აქვს. თუმცა ჩვენს განცხადებაში ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტები არ წარმოადგენს საქონელს, ფინანსურ კონტრაქტებს ან ფულს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრიპტოვალუტის ბირჟებმა ისარგებლონ ონლაინ ფინანსური ბაზრის გამონაკლისით”,- აღნიშნულია მარეგულირებლის განცხადებაში.

CryptoUK-მა კი განაცხადა, რომ გადასახადი უსამართლოა და სავარაუდოდ, ინვესტორებსა და ტრეიდერებს მძიმედ შეეხებათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი