Coinstore-ი ინდოეთში სამ ოფისს გახსნის

0
983

ინდოეთის არაპროგნოზირებადი კრიპტო გარემოს მიუხედავად, სინგაპურში დაფუძნებულმა ციფრული ვალუტის ბირჟამ, Coinstore-მა ინდოეთში ოფისების გახსნა გადაწყვიტა. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, 20 მილიონი დოლარი ინდოეთში სამი ოფისის დაარსებას მოხმარდება. ოფისები ბანგალორში, დელისა და მუმბაიში გაიხსნება.

Coinstore-მა განაცხადა, რომ ეს იქნება ახალი შესაძლებლობა ინდოელი ინვესტორებისთვის.

ამასთანავე, პლატფორმა ვალდებულია ფლობდეს პროტოკოლს „იცნობდე შენს კლიენტს“, სანამ მომხმარებლებს 50-ზე მეტი კრიპტოვალუტის შეძენისა და გაყიდვის საშუალებას მისცემდეს.

Coinstore-ის მიზანია კრიპტოვალუტის მიღება და სავაჭრო გამოცდილების გამარტივება.

”ჩვენ ნამდვილად აღფრთოვანებული ვართ, რომ გავუშვით ჩვენი აპლიკაცია ინდოეთში. ჩვენი აქტიური მომხმარებლების 20%-ზე მეტი არის ინდოეთიდან. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვეწყო ადგილობრივი ოპერაციები, რათა ჩვენს ინდოელ მომხმარებლებს სრულად გავუწიოთ მომსახურეობა”,- განაცხადა ბირჟის თანადამფუძნებელმა ჯენიფერ ლუმ.

ინდოეთში ოფისების შექმნის გეგმის შესრულებით, Coinstore-მა შექმნა ახალი 100 სამუშაო ადგილი, რომელიც შემდეგი მიმართულებებით განაწილდება: კონსულტაცია, მარკეტინგი და ოპერაციების წარმოება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი