Grayscale-ი: Metaverse-ი არის ახალი შესაძლებლობა

0
1214

კრიპტო საინვესტიციო გიგანტმა, Grayscale-მა Metaverse-ის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში Metaverse-ი შეფასებულია, როგორც ახალი ბაზრის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ საზოგადოების Metaverse-ით დაინტერესებისთვის შესაძლოა, 1 ტრილიონ დოლარზე მეტი იყოს გამოყოფილი. კვლევის ავტორიები არიან დევიდ გრიდერი და მეთ მაქსიმო.

მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ კრიპტო ტოკენებთან ინტეგრირებულმა Metaverse-ის პლატფორმებმა, დეცენტრალიზებულმა ფინანსურმა სერვისებმა და NFT-მ შექმნეს ახალი ონლაინ გამოცდილება, რომელიც სწრაფად იზიდავს ახალ მომხმარებლებს.

2020 წლის დასაწყისიდან მოყოლებული მონაცემების გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ Metaverse-ის მომხმარებელთა ბაზა 10-ჯერ გაიზარდა ამა წლის ივნისს შემდეგ. მაშინ მომხმარებელთა რაოდენობა სულ რაღაც 50.000-ს შეადგენდა.

გარდა ამისა, “ბლუმბერგთან” ინტერვიუში, Grayscale-ის გენერალურმა დირექტორმა, მაიკლ სონენშეინმა წლის დასაწყისში განაცხადა, რომ 2020 წელს ეთერიუმის ფასის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდებოდა და ასეც მოხდა.

”2020 წლის განმავლობაში, ჩვენ, ვხედავთ ინვესტორთა ახალ ჯგუფს, რომლებიც ეთერიუმის მიმართ მზარდ ინტერესს გამოხატავენ”,-აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი