სინგაპურში ორი ბიტკოინ ფონდი შეიქმნა

0
989

სინგაპურში დაფუძნებული ფონდის მენეჯერმა Fintonia Group-მა ორი ინსტიტუციური დონის ბიტკოინ ფონდი შექმნა, რომელიც სინგაპურის სავალუტო ორგანოს (MAS) მიერ არის დამტკიცებული.

“ახალი ფონდები, Fintonia Bitcoin Physical Fund-ი და Fintonia Secured Yield Fund-ი, გამიზნულია პროფესიონალი ინვესტორებისთვის ბიტკოინის მარტივი და უსაფრთხო გამოყენების უზრუნველსაყოფად”,- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

Fintonia Bitcoin-ის ფონდი მიზნად ისახავს ინსტიტუციონალურ ინვესტორების მხარდაჭერას, რაც მათ საშუალებას აძლევს შეიძინონ, შეინახონ და გაყიდონ დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტა.

მეორე მხრივ კი, Fintonia Secured Yield Fund-ი ინვესტორებს ბიტკოინით უზრუნველყოფილ კერძო სესხებზე წვდომას აძლევს. „ბიტკოინი არის სესხის უზრუნველყოფის შესანიშნავი ფორმა”,- ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტის მიღება სინგაპურში იზრდება. მოთხოვნა განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებში შეინიშნება. ახალგაზრდები ცდილობენ აითვისონ ბიტკოინი და სხვა ციფრული ვალუტები.

აზიისა და წყნარი ოკეანის კრიპტოვალუტის დამოუკიდებელი სარეზერვო სისტემის მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა 43%-მა განაცხადა, რომ ფლობდა ან ფლობს კრიპტოვალუტას, 46% კი უახლოეს 12 თვეში აპირებს მის შეძენას. 26-დან 45 წლამდე ასაკის რესპონდენტთა 2/3, ანუ 66% ამბობს, რომ ისინი ფლობდნენ კრიპტოვალუტებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი