ავსტრალიის სარეზერვო ბანკმა ინვესტორები ციფრული ვალუტებით სპეკულირების შესახებ გააფრთხილა.
ავსტრალიის კორპორატიული სახაზინო ასოციაციისადმი მიმართვისას, ბანკის გადახდების პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ტონი რიჩარდსმა კრიპტოვალუტებისა და სტაბილკოინების შესახებ მცირე მიმოხილვა გააკეთა.
თავის გამოსვლაში რიჩარდსმა წამოაყენა კითხვები კრიპტოვალუტის ვალიდურობისა და მისი პოპულარობის ზრდასთან დაკავშირებით. ის გულისხმობდა ისეთ ციფრულ ვალუტებში ჩადებული კაპიტალის ზრდას, როგორიცაა Dogecoin-ი და Shiba Inu.
„ამ სფეროში ბოლოდროინდელ პროცესებს ალბათ, ყველაზე კარგად ასახავს ის ფაქტი, რომ Dogecoin-ს, კრიპტოვალუტას, რომელიც 2013 წლის ბოლოს “ხუმრობით” შეიქმნა მიმდინარე პერიოდში 88 მილიარდ აშშ დოლარამდე საბაზრო კაპიტალიზაცია აქვს.
ხოლო Shiba Inu ტოკენი, რომელიც, როგორც ჩანს, თავისუფალია რაიმე სასარგებლო ფუნქციისგან, ამჟამად არის მეცხრე უდიდესი კრიპტოვალუტა, საბაზრო კაპიტალიზაციით დაახლოებით 26 მილიარდი აშშ დოლარით“, – აღნიშნა ტონი რიჩარდსმა.
რიჩარდსი ასევე ამტკიცებდა, რომ 2021 წელს კრიპტოვალუტის მიმართ საზოგადოების ყურადღება უდავოდ გაზრდილი იყო ცნობილი ადამიანების “ტვიტერებით“, რადგან მან უარყო გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ავსტრალიაში კრიპტოვალუტა ფართოდ არის გავრცელებული.