American Airlines-ი დეცენტრალიზებულ ტურისტულ კომპანიასთან თანამშრომლობს.
ავიაკომპანიის ინდუსტრია COVID-19-ის პანდემიის გამო კვლავ კრიზისულ სიტუაციაშია.
ეთერიუმზე დაფუძნებულმა დეცენტრალიზებულმა ბაზარმა, Winding Tree-მ, American Airlines-თან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განაცხადა.
მემორანდუმი მგზავრებს საშუალებას მისცემს მიიღონ ბილეთების დაჯავშნის ფუნქცია, რაც Blockchain ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობებებს გულისხმობს.
“თანამშრომლობის მეშვეობით, მგზავრებს წვდომა ექნებათ Winding Tree-ის ბაზარზე, რათა დაჯავშნონ მოგზაურობა და მიიღონ მათზე მორგებული და ეკონომიური მოგზაურობის ვარიანტები“,- აღნიშნულია კომპანიების ერთობლივ განცხადებაში.
Winding Tree-მ აღნიშნა, რომ მისი ბაზარი მოგზაურობისა და საავიაციო ინდუსტრიისთვის ყველა სახის peer-to-peer კავშირებს იტევს. American Airlines-ის გარდა, ბაზარმა უკვე უზრუნველყო პარტნიორობა Air Canada-სთან, ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან.
შეგახსენებთ, რომ American Airlines-ი არის სამგზავრო ავიაკომპანია, რომელიც 2020 წელს 95,3 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. მგზავრთა მოძრაობამ პიკს 2019 წელს მიაღწია, როდესაც სტატისტიკამ 215,2 მილიონამდე მგზავრთა გადაყვანა დააფიქსირა.