ნახევრად ავტონომიური ზანზიბარი კრიპტოვალუტის შესწავლას იწყებს

0
1653

აფრიკის უფრო მეტი ქვეყანა განიხილავს ბიტკოინის მიღებას, რადგან ადგილობრივი კრიპტო ბაზარი ერთ წელიწადში 1200%-ით გაიზარდა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზანზიბარი, ნახევრად ავტონომიური ტერიტორია ტანზანიაში, კრიპტოვალუტების დანერგვისა და რეგულირებისთვის საჭირო გზებს ეძებს.

ზანზიბარის მთავრობა გეგმავს შეხვედრების გამართვას დაინტერესებულ მხარეებთან, როგორიცაა ბანკები და სამინისტროები, რათა განიხილონ კრიპტოვალუტის ინდუსტრიასთან დაკავშირებული პოლიტიკა. სახელმწიფო მინისტრმა, მუდრიკ სორაგამ ამ გეგმების შესახებ ტანზანიის საინფორმაციო სააგენტო The Citizen-ს გასულ კვირას განუცხადა.

ეს ნაბიჯი არის კრიპტო ტრანზაქციის პოტენციური გეგმის ნაწილი, რადგან სორაგა ადრე შეხვდა ადგილობრივ კრიპტო ენთუზიასტებს, რომლებმაც დაარწმუნეს იგი, რომ ზანზიბარმა უნდა აღიაროს და გამოიყენოს კრიპტოვალუტა, როგორც ოფიციალური ტრანზაქციის მეთოდი.

The Citizen-ის თანახმად, სანამ იურისდიქცია შეძლებს კრიპტოვალუტის მიღებას საკმაოდ ბევრი საქმეა გასაკეთებული. ზანზიბარის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ჰაჯი სემბოჯას თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწევს ტანზანიის ბანკის მეშვეობით ციფრული ვალუტის მიზნებისა და სარგებელის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

ტანზანიის ბანკირების ასოციაციის თავმჯდომარემ, აბდულმაჯიდ ენსეკელამ აღნიშნა, რომ ზანზიბარს ბევრი რამ აქვს სასწავლი ამ ახალი ტექნოლოგიის შესახებ.

„ჩვენ დასკვნები უნდა გამოვიტანოთ უკვე არსებული მაგალითებიდან. იმისათვის, რომ კრიპტოვალუტა ეფექტური იყოს, ჩვენ დაგვჭირდება კრიპტოვალუტის პოლიტიკა“, – განაცხადა ტანზანიის ბანკირების ასოციაციის თავმჯდომარემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი