Solidus Labs-მა 15 მილიონი დოლარის სტრატეგიული რაუნდი დაასრულა

0
1345

ბაზრის მეთვალყურეობის კომპანიამ, Solidus Labs-მა 15 მილიონი დოლარის ღირებულების სტრატეგიული რაუნდი დაასრულა.

რაუნდს ხელმძღვანელობდა Liberty City Ventures-ი. დაფინანსებაში ასევე მონაწილეობდნენ GSR-ი და Exor Seeds-ი. მაისში ჰქონდა კომპანიას A სერიის დაფინანსება, რომელიც 20 მილიონი დოლარის შეგროვებით დასრულდა.

Solidus-ის ინვესტორები ასევე არიან აშშ-ს საფინანსო მარეგულირებლის ყოფილი თავმჯდომარე, კრისტოფერ ჯანკარლო და ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის ყოფილი კომისარი, ტროი პარედესი.

ივლისში კომპანიამ მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიუროს ყოფილი დირექტორი, ქეითი კრანინგერი დაიქირავა, როგორც მარეგულირებელ საქმეთა ვიცე პრეზიდენტი.

„ეს სტრატეგიული რაუნდი მოგვცემს საშუალებას, მოვემსახუროთ შედარებით სწრაფად უფრო მეტ კლიენტს, რათა გავაფართოვოთ DeFi და NFT-ის გამოყენების ექსპერიმენტები. ასევე განვახორციელოთ Solidus-ის კრიპტო უნიკალური კომბინაციები ტრადიციულ სავაჭრო სისტემაში”,- განაცხადა Solidus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ასაფ მეირმა.

Liberty City Ventures-ის პარტნიორის, ემილ ვუდსის თქმით, Solidus-ი აკეთებდა პროგნოზსს ბაზრის ზედამხედველობისა და რისკის მონიტორინგისთვის საჭირო ინსტრუმენტების შემუშავებაში, რასაც ტრადიციული ფინანსური კომპანიები და მარეგულირებლები ითხოვენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი