Kroger-ი: მაღაზიათა ქსელში Bitcoin Cash-ით გადახდა დაშვებული არ არის

    ამერიკულმა სასურსათო მაღაზიების ქსელმა Kroger-მა უარყო გავრცელებული ხმები კრიპტოვალუტით გადახდასთან დაკავშირებით.

    მსხვილი საცალო ვაჭრობის ქსელის მესვეურებმა პრესრელიზში აღნიშნეს, რომ ინფორმაცია, თითქოს, ისინი აპირებენ Bitcoin Cash-ით გადახდა ქსელის ყველა მაღაზიაში დაშვებული იყოს სიმართლეს არ შეესაბამება.

    Reuters-ის ცნობით, Kroger-ი პირველი არ არის, რომელიც მსგავსი „თაღლითობის“ მსხვერპლი გახდა.

    თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Kroger-ი გარკვეული პერიოდი კრიპტოვალუტის სივრცის ნაწილი იყო.

    2020 წელს კომპანიამ ბიტკოინის ჯილდოების შეთავაზება კრიპტოვალუტაზე დაფუძნებული პლატფორმის, Lolli-ის მეშვეობით დაიწყო.

    აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება უნაღდო ანგარიშსწორება.

    ოქტომბრის ბოლოს, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზის ერთ-ერთი რესტორანში კრიპტოვალუტით გადახდა შესაძლებელი გახდა. Le Bistrot d’Eleonore et Maxence, ბიზნესების იმ მზარდ სიას შეუერთდა, რომელიც ციფრული ვალუტის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავს.

    რესტორანმა Shiba Inu (SHIB) გადახდის მეთოდად დაამატა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *