ბრაზილიელი დეპუტატი კრიპტო ანაზღაურების შესახებ კანონპროექტს ამზადებს

0
1213

ბრაზილიელმა დეპუტატმა, ლუიზაო გოულარტმა პარლამენტს კანონპროექტი შესთავაზა, რომელიც კრიპტოვალუტით გადახდების ლეგალიზებას გულისხმობს.

უფრო კონკრეტულად კი, საქმე შეეხება საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულების კრიპტოვალუტით ანაზღაურებას. ლუიზაო გოულარტის წინადადება ითვალისწინებას იმას, რომ დასაქმებულებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დამსაქმებლისაგან ანაზღაურება კრიპტოვალუტაში მოითხოვონ.

ამავდროულად, კანონპროექტი იძლევა გარანტიას, რომ ციფრული ვალუტით გადახდა მხოლოდ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განხორციელდება.

„კრიპტოვალუტით ანაზღაურების გაცემა დასაქმებულის თავისუფალი არჩევანია. დამსაქმებლის მხრიდან ნებისმიერი ზეწოლა ან იძულება აკრძალული იქნება“,- აღნიშნულია კანონპროექტში.

აქვე აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში ციფრული ვალუტის რეგულაციასთან დაკავშირებით კვლავ მსჯელობენ.

ცნობილია, რომ ბრაზილიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მხარს უჭერს კრიპტოვალუტის რეგულაციას.

ონლაინ ღონისძიებაზე ბრაზილიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, რობერტო კამპოს ნეთომ თავისი შეხედულებები გამჭვირვალე გადახდების ქსელებზე, ქვეყნის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის პროექტსა და კრიპტო რეგულირებაზე გაამჟღავნა.

ღონისძიების მიმდინარეობის დროს რობერტო კამპოს ნეთომ ისაუბრა ბრაზილიის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიასთან მიმდინარე დისკუსიების შესახებ. მისი აზრით, მარეგულირებელი სისტემა აუცილებელია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი