Tinkoff Investments-ი კრიპტოვალუტის საინვესტიციო სერვისებს იკვლევს

0
1093

Tinkoff Investments-ი, მსხვილი რუსული კერძო ბანკი, კრიპტოვალუტის საინვესტიციო სერვისებს იკვლევს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკი ჯერჯერობით თავს იკავებს მსგავსი კვლევის განხორციელებისგან.

Tinkoff Investments-ის ხელმძღვანელი, დიმიტრი პანჩენკო ამტკიცებს, რომ ბანკის საბროკერო პორტალი განიხილავს პროექტებს, რომლებიც დაკავშირებულია კრიპტოვალუტის ინვესტიციებთან, მაგრამ ჯერ ნაადრევია კონკრეტული იდეების განხილვა.

“კომპანია ახლა მუშაობს კვლევისა და განვითარების ინიციატივაზე, რომელიც მიზნად ისახავს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ სერვისებს”,- განაცხადა დიმიტრი პანჩენკომ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო, TASS-თან ინტერვიუში.

Tinkoff Investments-ი კონკრეტულად იკვლევს ისეთი კომპანიების პროდუქტებს, როგორიცაა საერთაშორისო გადახდის გიგანტი PayPal-ი, ასევე კრიპტო მეგობრული აპლიკაციები, როგორიცაა Revolut-ი და Robinhood-ი.

დიმიტრი პანჩენკომ ხაზგასმით აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მარეგულირებლები ჯერ არ აძლევენ უფლებას Tinkoff Investments-ის მსგავს კომპანიებს უზრუნველყონ კრიპტო-ინვესტიციების სერვისები, რუსები კვლავ აქტიურად ვაჭრობენ კრიპტოვალუტებით უცხოურ პლატფორმებსა და ბირჟებზე.

საერთო მოცულობით კი ამ ინვესტორებს 15 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტები აქვთ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი