ყაზახეთი მაინინგის ბიზნესის განვითარებას განაგრძობს

0
1038

ყაზახეთის მონაცემთა ცენტრის ინდუსტრიისა და Blockchain ასოციაციის (NABDC) მოხსენებაში ნათქვამია, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კრიპტოვალუტის მაინინგს შეუძლია 1,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანოს ქვეყანას.

ამჟამად, კორპორატიული ციფრული ვალუტის მაინინგის საქმიანობა ქვეყანაში წელიწადში დაახლოებით 98 მილიარდ ტენგეს (230 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს.

“98 მილიარდი ტენგე მხოლოდ ეკონომიკური ეფექტია კომპანიებისგან, რომლებიც ოფიციალურად არიან ჩართულნი მაინინგში. თუ გავითვალისწინებთ “ნაცრისფერ მაინერებს”, მაშინ ეს მაჩვენებელი შეიძლება გამრავლდეს 2-ზე”,- განაცხადა NABDC-ის პრეზიდენტმა, ალან დორჯიევმა.

პრეზიდენტი “ნაცრისფერ მაინერებს” უწოდებს პირებს, რომლებიც ახორციელებენ საკუთარ კრიპტო მაინინგ ოპერაციებს სადავო სამართლებრივი სტატუსით. ასოციაციამ მოითხოვა მეტი რეგულაცია უკანონო მაინერების წინააღმდეგ საბრძოლველად, რათა თავიდან აიცილოს ელექტროენერგიის შესაძლო დეფიციტი.

როგორც ცნობილი გახდა, “ნაცრისფერი ზონის” მაინერები დაახლოებით 500 მეგავატ ელექტროენერგიას მოიხმარენ.

შეგახსენებთ, რომ ამ თვის დასაწყისში ყაზახეთის ენერგეტიკის დეპარტამენტმა შეიმუშავა პროექტი კრიპტო-მაინინგის ინდუსტრიის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შეზღუდვის დაწესების შესახებ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი