ბიტკოინის ფასმა 60.000 დოლარის დონე დაკარგა

0
1016

ოქტომბრის მიწურულს ციფრული ვალუტების ფასები არცთუ უმნიშვნელოდ შემცირდა. ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს ბიტკოინის ფასმა 60.000 დოლარის დონე დაკარგა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 58.800 დოლარამდე დაეცა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ ბიტკოინის ფასი 60.000 დოლარის დონეზე იყო მოქცეული.

გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 63.032 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 63.229 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 59.991 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 60.363 დოლარზე დაიხურა.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 2.92%-ით არის შემცირებული. ბოლო 7 დღის განმავლობაში კი ფასმა 11.7%-ით დაიკლო.

ოთხშაბათს ბიტკოინის საბაზრო წილი 44.9%-ს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 27 ოქტომბერს ბიტკოინის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 110 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი