პლატფორმა Rally კრიპტო ეკოსისტემის განვითარებას განაგრძობს

    კრიპტო-სოციალურმა პლატფორმამ Rally-მ 12 მილიონი დოლარი დეველოპერებისთვის ეკოსისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად გამოყო. ეს კი სხვადასხვა ინოვაციური იდეისთვის პოტენციურად შექმნის საფუძველს.

    “საგრანტო პროგრამა განაწილდება RLY ტოკენებით, Rally-ის ეკოსისტემის მშობლიური კრიპტოვალუტით”,- განაცხადა კომპანიამ.

    Rally საშუალებას აძლევს ციფრული ვალუტით დაინტერესებულ ადამიანებს, რომ საკუთარი კრიპტოვალუტები გამოუშვან და შექმნან დამოუკიდებელი პლატფორმები.

    კითხვაზე, თუ რა ტიპის სამუშაოების მხარდაჭერა სურს კომპანიას, Rally-ს ვიცე-პრეზიდენტმა, სტეფანი პერეირამ განაცხადა:

    „ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ რაც შეიძლება სარგებლის მომტანი იყოს ახალი პროდუქცია შემქმნელისათვის.“

    აღსანიშნავია, რომ გასულ წელს იაპონური ფეხბურთის ვარსკვლავი კეისუკე ჰონდა საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებაზე Rally-ს დახმარებით მუშაობდა.

    ე.წ. “KSK Honda Coin-ი” ჩაეშვა და ოპერირება დაიწყო Rally.io-ს საშუალებით, Blockchain-ის პლატფორმაზე, ვიდეო ნაკადის და სათამაშო პროგრამების შესაქმნელად.

    მონეტა გამიზნული იყო იმისთვის, რომ თაყვანისმცემლებს ჰონდასთან უშუალო და მარტივად ხელმისაწვდომი ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონოდათ.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *