25 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1006

25 ოქტომბერს ციფრული ვალუტის ბაზარი მეტ-ნაკლებად სტაბილურობას ინარჩუნებდა. უნდა აღინიშნოს, რომ შაბათ-კვირას კრიპტოვალუტების ფასები ოდნავ შემცირდა.

ბიტკოინის ფასი 66.900 დოლარის დონეს ჩამოსცდა. დღეს კრიპტოვალუტის კურსი 63.100 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ბიტკოინის კურსი 3.82%-ით გაუმჯობესდა.

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი მხოლოდ 1.52%-ით არის მომატებული.

თუმცა ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ კვირის ბოლომდე კრიპტოვალუტის ფასი კვლავ 66.000 დოლარამდე გაიზარდოს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის ფასმა 3.95%-ით მოახერხა გაუმჯობესება. 25 ოქტომბერს ალტკოინის კურსი 4.243 დოლარს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასს დაახლოებით 12.64%-იანი ზრდა აქვს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 25 ოქტომბერს, დღის ბოლოს, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 624 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი