სტაბილკოინის პროექტი, Diem–ი Facebook–ისგან დემოკრატი სენატორების საპასუხოდ დისტანცირდება. სენატორები მოითხოვენ Novi-ს კრიპტო საფულის პროექტის დაუყოვნებლივ შეწყვეტას.
Diem-ის საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ სენატორებმა არასწორად გაიგეს ურთიერთობა Diem-სა და Facebook-ს შორის.
“Diem-ი Facebook-ი არ არის. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ორგანიზაცია. Novi მხოლოდ ერთ-ერთია ათზე მეტი წევრიდან Diem Association-ში”,- აღნიშნულია წერილში.
სტაბილკოინის პროექტი თავდაპირველად შემოთავაზებული იყო Facebook–ის მიერ 2017 წელს. აღსანიშნავია, რომ Facebook–ის ფინანსური ხელმძღვანელი დევიდ მარკუსი ასევე არის Diem–ის თანადამფუძნებელი და მმართველი საბჭოს წევრი.
როგორც ცნობილი გახდა, კვირის დასაწყისში ოთხმა სენატორმა, მათ შორის კრიპტოვალუტის მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ელიზაბეტ უორენმა, ღია წერილით მარკ ცუკერბერგს მიმართეს. სენატორებმა კრიპტო საფულის პროექტის შეწყვეტა მოითხოვეს.
საფულე ამოქმედდა Coinbase–თან პარტნიორობით, აშშ–სა და გვატემალაში მყოფი საპილოტე პროგრამის დახმარებით, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიძინონ, გაგზავნონ და მიიღონ Pax Dollars-ი (USDP) Novi-ს გამოყენებით.