PayPal-ის თანადამფუძნებელმა, პიტერ ტიელმა განაცხადა, რომ თავის დროზე მეტი ბიტკოინი უნდა შეეძინა.
პიტერ ტიელმა ისაუბრა კრიპტოვალუტებზე, ცენტრალურ ბანკებსა და ხელოვნურ ინტელექტზე (AI) მაიამიში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, რომელსაც პოლიტიკის ანალიტიკურმა ცენტრმა Lincoln Network-მა უმასპინძლა.
”თქვენ უბრალოდ უნდა იყიდოთ ბიტკოინი”,- განაცხადა PayPal-ის თანადამფუძნებელმა.
ტიელის თქმით, ბიტკოინის ფასის მატებით ცენტრალური ბანკები ნამდვილად “შეშფოთებულები” არიან.
“კრიპტოვალუტის ზრდა თავის ახალ ისტორიულ რეკორდამდე ნამდვილად გვეუბნება იმას, რომ ჩვენ ვართ ცენტრალური ბანკების სრული გაკოტრების მომენტში”, – განაცხადა პიტერ ტიელმა.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ PayPal-ის თანადამფუძნებელი ბიტკოინის მიმართ ყოველთვის უაღრესად ოპტიმისტური და პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.
ჯერ კიდევ 2018 წელს პიტერ ტიელი აცხადებდა, რომ ბიტკოინი ოქროს ონლაინ ექვივალენტი გახდებოდა.
მან 2018 წლის იანვარში დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები შეიძინა.
მაშინ, პიტერ ტიელმა ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ კრიტიკოსები კრიპტოვალუტას სათანადოდ ვერ აფასებდნენ.