ევროპის ცენტრალური ბანკის კვლევა: გამოკითხულთა 10% კრიპტოვალუტის მფლობელია

0
1189

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევა ჩატარდა ევროზონის ექვს რეგიონში: ნიდერლანდებში, ესპანეთში, იტალიაში, ბელგიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

გამოკითხული ქვეყნებიდან დაახლოებით 10%-მა განაცხადა, რომ ფლობს კრიპტოვალუტას.

ამ ჯგუფიდან გამოკითხულთა მხოლოდ 6%-მა თქვა, რომ ფლობს 30 000 ევროზე მეტი ღირებულების ციფრულ ვალუტას. ამავდროულად, გამოკითხულთა 37%-მა თქვა, რომ კრიპტოვალუტაში 999 ევრომდე აქვს ინვესტიცია განხორციელებული.

ყველა გამოკითხულ ქვეყანაში მოსახლეობის უმდიდრეს 20%-ს, ინვესტორებს, მუდმივად ჰქონდათ კრიპტოვალუტის მფლობელობის ყველაზე მაღალი წილი სხვა შემოსავლის ჯგუფებთან შედარებით.

კვლევა ჩართული იყო ECB-ის მიერ იმავე დღეს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში, რომელიც ეხება კრიპტო ვალუტების მზარდ მიღებას მათი რისკ-ფაქტორების მიუხედავად.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ბოლო განცხადების თანახმად, ევროპის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის (CBDC) პროექტის კვლევას აგრძელებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი