Bakkt-ი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას დაიწყებს

0
1011

Bakkt Holdings-ის, ციფრული ვალუტების მართვის საერთაშორისო ბირჟის განცხადების თანახმად, კომპანია ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას მალე დაიწყებს.

Bakkt–ის განვითარება ჩიკაგოში დაფუძნებული სპეციალური დანიშნულების შემსყიდველ კომპანიასთან VPC Impact Acquisition Holdings– თან შერწყმის შედეგად მოხდა.

ოფიციალური განცხადების თანახმად, აღნიშნულ ბიზნეს გაერთიანებას აქციონერთა კრებაზე დაახლოებით 85%-ი დაეთანხმა.

გარდა ამისა, ბიზნეს კომბინაციამ Bakkt-ს დაახლოებით 448 მილიონი აშშ დოლარის მთლიანი შემოსავალი მოუტანა, რომლის რეინვესტირების ყველაზე კარგი საშუალება პარტნიორების გაზრდაა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას Bakkt-მა Google–თან პარტნიორობის შესახებ განაცხადა. მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ სადებეტო ბარათები, რომლებიც გაცემულია კრიპტოვალუტის ბირჟაზე – Bakkt-ი, შეეძლებათ თავიანთი კრიპტო ბალანსის კონვერტირება Google Pay–ის გამოყენებით მოახდინონ.

”ეს პარტნიორობა არის ციფრული ვალუტის ბაზარზე Bakkt-ის ძლიერი პოზიციის მტკიცებულება. მომხმარებლებმა უნდა შეძლონ თავიანთი კრიპტოვალუტებით რეალურ დროში სარგებლობა, უსაფრთხოდ და საიმედოდ”,- განაცხადა Bakkt–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გევინ მაიკლმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი