JPMorgan–ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯემი დაიმონის ბიტკოინთან დაკავშირებული კომენტარების შემდეგ, რამდენიმე მილიარდელმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
CNBC– ს Squawk Box–თან ინტერვიუს დროს ბარი შტერნლიხტმა, Starwood Capital Group–ის თანადამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ოქრო ბიტკოინთან შედარებით “უღირსად გამოიყურება”, რადგან ის კრიპტოვალუტის ფასის ზრდას აფერხებს.
ბარი შტერნლინხტის ქონება დაახლოებით 4.4 მილიარდი დოლარია. ის უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტიციების განხორციელებით არის ცნობილი.
Dallas Mavericks–ის პროფესიონალური საკალათბურთო გუნდის მფლობელმა, მარკ კუბანმა, რომლის ქონებაც 4.3 მილიარდი დოლარია, მსგავსი განცხადება CNBC Make IT–სთან საუბრის დროს გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ ბიტკოინი “ოქროზე უკეთესია”, მაგრამ შემდეგ დააკონკრეტა, რომ ეთერუმს აქვს უკეთესი საინვესტიციო მიმზიდველობა.
ინვესტორმა ადრე ისიც განაცხადა, რომ მას სძულს ოქრო, როგორც ინვესტიცია. თუმცა მიიჩნევს, რომ ბიტკოინი ძალიან ჰგავს ოქროს.
“ორივეს ღირებულება დაფუძნებულია მიწოდებასა და მოთხოვნაზე. კარგი ამბავი ბიტკოინის შესახებ კი ის არის, რომ ოდესმე საბოლოო მარაგიც გვექნება”,- აღნიშნა მარკ კუბანმა.