Crypto fintech Moonpay მსხვილ დაფინანსებას მიიღებს

0
1093

Crypto fintech Moonpay არის სტარტაპი, რომლის ინტერესიც კრიპტო გადასახადების ინფრასტრუქტურაა. უახლოეს მომავალში ინფრასტრუქტურა შეფასებული იქნება 3.4 მილიარდ დოლარად.

კრიპტო გადასახადების სტარტაპის დაფინანსება ხორციელდება Tiger Global Management-ისა და Coatue Management–ის მიერ. ისინი სტარტაპში 400 მილიონი დოლარის ღირებულების სახსრების ჩადებას გეგმავენ.

MoonPay პლატფორმა საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეიძინოს და გაყიდოს კრიპტოვალუტა ძირითადი გადახდის მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა სადებეტო და საკრედიტო ბარათები.

მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ არის გამოცხადებული მედია წერს, რომ ინვესტიცია რეალურია.

შეგახსენებთ, რომ Tiger Global-სა და Coatue Management-ს უკვე არაერთხელ ჰქონიათ თანამშრომლობის გამოცდილება მრავალი საშუალო ზომის Blockchain, დეცენტრალიზებული ფინანსებისა (DeFi) და კრიპტო სტარტაპების დაფინანსების საქმეში.

მათი ბოლო ინვესტიცია იყო 24 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება Blockchain კომპანია CertiK–ისთვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი