Silvergate Bank-ი მაინინგის კომპანიისთვის 100 მილიონი დოლარის სესხს გასცემს

0
948

Silvergate Bank-ი კრედიტს ციფრული ვალუტის მაინინგის კომპანია Marathon Digital-სთვის გასცემს.

Marathon Digital Holdings-ი, შეერთებულ შტატებში დაფუძნებული კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანია, რომელიც Silvergate Bank-თან ერთად 100 მილიონ დოლარს გამოიყენებს.

Marathon Digital–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ კრიპტო მეგობრული ბანკისგან 100 მილიონიანი კრედიტი უკვე მიიღო. კომპანია გამოიყენებს კრედიტს ბიტკოინის მაინინგის აღჭურვილობის შესაძენად.

Marathon Digital–მა განაცხადა, რომ Silvergate–თან ხელშეკრულებას ყოველწლიურად განაახლებს.

გარდა ამისა, კომპანიის გაცხადებაში ნათქვამია, რომ 2021 წლის მესამე კვარტალში 1.252-ზე მეტი ბიტკოინის გამომუშავება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ Silvergate-ი საწყისი, 12-თვიანი ვადით სესხებს 5 მილიონი დოლარიდან გასცემს.

მსგავსმა სესხის შეთავაზებებმა შეიძლება იმდენად გაზარდოს მოთხოვნა, რომ ჩაანაცვლოს ტრადიციული ვალუტის სესხის მოთხოვნები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც კრიპტო ინდუსტრიაში შესვლას ცდილობენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი