Chainalysis-ი: ევროპა უმსხვილესი კრიპტო ეკონომიკა გახდა

0
1232

Chainalysis-ის ანგარიშის თანახმად, ევროპა უმსხვილესი კრიპტო ეკონომიკა გახდა.

მოხსენება, რომელიც გამოქვეყნდა კვირის დასაწყისში, აჩვენებს, რომ რეგიონი შეადგენდა გლობალური კრიპტო საქმიანობის 25%-ს 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის ივნისამდე. ევროპამ განიცადა გარიგების მოცულობის მკვეთრი ზრდა ყველა კრიპტო ქვეკატეგორიაში, განსაკუთრებით დეცენტრალიზებულ ფინანსებში.

Chainalysis-ი აღწერს კრიპტოვალუტის სექტორის მუშაობას, რომელიც მოიცავს ვაჭრობას, ინვესტიციებსა და ბიზნეს გარიგებებს.

ევროპა ასევე გახდა ინსტიტუციური ინვესტიციის კერა. მსგავსი კატეგორიის გარიგებების ღირებულება გაიზარდა 46,3 მილიარდ დოლარამდე 2021 წლის ივნისში. 2020 წელს კი მთლიანი მოცულობა 1,4 მილიარდს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფო 170 მილიარდი დოლარით ლიდერს წარმოადგენს. აღნიშნული ლიდერობის თითქმის ნახევარი წილი 49%, სწორედ DeFi პროტოკოლებზე მოდის.

”გაერთიანებული სამეფოს ზრდა განპირობებულია ძირითადად მზარდი ინსტიტუციური ინვესტიციებით, რაც დაფუძნებულია მსხვილ ტრანსფერებზე, რაც განაპირობებს გარიგებებს”,- აღნიშნა მედიასთან საუბრის დროს Chainalysis–ის მარკეტინგის მენეჯერმა, ჰენრი უპედგრავმა.

Chainalysis–ის მონაცემები ადასტურებს მზარდ მტკიცებულებებს, რომლებიც აჩვენებს, რომ მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორები კრიპტოვალუტის მამოძრავებელი ძალა გახდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი