Coinbase-ი მარეგულირებლის მოთხოვნის შესაბამისად კონკრეტულ პროგრამას აჩერებს

0
1113

Bloomberg–თან საუბრისას Kraken-ის იურისტმა მაყურებელს განუცხადა: „თქვენ ცხოვრობთ ფანტაზიის სამყაროში, თუკი არ გჯერათ, რომ ეს ინდუსტრია აშშ–სა და მის ფარგლებს გარეთ უფრო მკაცრი რეგულაციის წინაშე არ აღმოჩნდება”.

Kraken-ის იურისტის კომენტარები მოჰყვება ამ თვის დასაწყისში აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის მუქარას, რომ უჩივლებს Coinbase–ს კრიპტო სარგებლის პროგრამის გამო, რომელიც კომისიამ უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის აუცილებელ ღონისძიებად მიიჩნია.

ამ ნაბიჯმა აიძულა ბირჟის აღმასრულებელი დირექტორი, ბრაიან არმსტრონგი საწინააღმდეგო პოზიცია დაეჭირა, მაგრამ ბირჟამ განაცხადა, რომ მარეგულირებლის მოთხოვნის შესაბამისად, პროგრამას გააუქმებს.

”ჩვენ არ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ამგვარ მიდგომას მარეგულირებლებთან. ეს ისტორიულად არასოდეს ყოფილა წარმატებული და ჩვენი გამოცდილებით, აღმოვაჩინეთ, რომ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია დისკუსიისთვის ღიაა”,- აღნიშნულია Coinbase-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აშშ–ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის თავმჯდომარემ, გარი გენსლერმა განაცხადა, რომ აპირებს წელს კრიპტო პოლიტიკა მთლიანად შეცვალოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი