ინდოეთი მომხმარებლების თაღლითური შეტყობინებებისგან დასაცავად Blockchain-ს გამოიყენებს

0
880

ინდოეთის სახელმწიფო კომუნიკაციების რეგულაციის ორგანომ დაარეგისტრირა 7,477 ბიზნესი თავის Blockchain-ზე მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ახალი რეგულაციები დააწესა მომხმარებლების სპამისგან და თაღლითობისგან დასაცავად.

ინდოეთის მობილური კომუნიკაციის მარეგულირებელმა ორგანომ ჩამოაყალიბა შეტყობინებების რეგულაციები, რომელიც მოითხოვს მომხმარებელთა საკომუნიკაციო შეტყობინებების გაცხრილვას.

პროგრამა მხარდაჭერილია DLT-ით, შინაარსის გადამოწმების პლატფორმით, რომელიც აგებულია Blockchain პროტოკოლებზე.

ვინაიდან SMS–ის რეგულირება ვრცელდება ინდუსტრიის ყველა ვერტიკალზე, რეგისტრაციის სიაში შედის ბანკები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და კერძო ბიზნესი.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთი ეთერიუმის Blockchain-ს სადიპლომო სერთიფიკატების გადასამოწმებლად იყენებს. ქვეყნის მთავრობამ ინდურ Blockchain სტარტაპ LegitDoc–თან პარტნიორობის შესახებ განაცხადა.

მედიასთან საუბრის დრო LegitDoc-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნილ მარტისმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სერთიფიკატები გადამოწმებულია ტრადიციული მეთოდებით, MSBSD დაიწყებს მხოლოდ ციფრული შემოწმების მეთოდის ადვოკატირებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი