Chainalysis-ი: აშშ-ს ბაზარზე ბიტკოინი ინფლაციას არ განიცდის

0
680

Blockchain ანალიტიკური კომპანიის, Chainalysis-ის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი სულაც არ განიცდის ინფლაციას იმ სიჩქარით, როგორც ეს ბევრს ჰგონია.

”ახლა ჩვენ არ შეგვიძლია სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კორელაციის ჩვენება აშშ–ში ინფლაციასა და ბიტკოინის ფასებს შორის, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ადამიანი ინვესტიციას ბიტკოინში ახორციელებს. ეს კი როგორც მინიმუმ ინფლაციის საწინააღმდეგო საშუალებაა,” – განაცხადა Chainalysis– ის კვლევის ხელმძღვანელმა, კიმ გრაუერმა მედიასთან საუბრის დროს.

უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის ფონზე სხვა ქვეყნებმა განიცადეს გაცილებით უარესი ინფლაცია, ვიდრე შეერთებულმა შტატებმა. მაგალითად, ვენესუელაში 2019 წელს დაფიქსირდა 10,000,000% ინფლაცია. ამან კი გამოიწვია ციფრული ვალუტების მიმართ ინტერესის ზრდა.

მიუხედავად ამისა, ასევე საინტერესოა, რომ Chainalysis–ის ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, აფრიკის კრიპტოვალუტის ბაზარი 1,200% –ზე მეტი ღირებულებით 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის ივნისამდე გაზრდილია.

ციფრული ვალუტის ყველაზე დიდი მიღებით კენია, სამხრეთ აფრიკა, ნიგერია და ტანზანია გამოირჩევიან.

Chainalysis–ის თანახმად, მთელმა კონტინენტმა მიიღო 105,6 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის ივნისამდე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი