რუსული კრიპტოვალუტის ბირჟის ხელმძღვანელი დაკავებულია

0
1132

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიმიტრი ვასილიევი, რუსული კრიპტოვალუტის ბირჟის, Wex-ის, ყოფილი ხელმძღვანელი პოლონეთის დედაქალაქ, ვარშავაში დააკავეს.

მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი ვასილიევი პოლონეთის იურისდიქციის ფარგლებში უდანაშაულოდ მიიჩნევა, სხვა ქვეყნებს, მაგალითად ყაზახეთს, აქვს თაღლითური საქმე, რომელშიც დაკავებული ფიგურირებს.

რამდენიმე თვის წინ BTC-e–ს ხელმძღვანელი, ალექსანდრე ვინიკი დააკავეს. მას ბრალი ედება 6 წლის განმავლობაში ბიტკოინის გამოყენებით ფულის გათეთრების საქმიანობაში.

პარიზის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა 2020 წლის დეკმებრის განაჩენი, რომელიც ალექსანდრე ვინიკისთვის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვინიკის დაპატიმრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ვასილიევი გახდა რებრენდირებული ბირჟის დირექტორი. Wex-ის ყოველდღიური სავაჭრო მოცულობა კი 80 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ცოტა ხნის წინ, Binance–მა Wex-ი ფულის გათეთრების სავარაუდო შემთხვევების გამო შავ სიაში შეიყვანა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელს დიმიტრი ვასილიევი იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს, რადგან, როგორც გაირკვა, ექსტრადიციის მოთხოვნაში დაშვებული იყო შეცდომები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი