სამშაბათს, 14 სექტემბერს, კრიპტოვალუტების ბაზარი გაუმჯობესდა.
ტოპ 10 კრიპტოვალუტის კურსის მაჩვენებლის მატება 0.03%-დან 5.59%-მდე მერყეობს.
კურსის ზრდა განიცადა ბიტკოინმაც. კრიპტოვალუტის ფასი 44.000 დოლარიდან 46.625 დოლარამდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 3.27%-ით გაუმჯობესდა.
უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე კვირიანი წარუმატებელი ვაჭრობის შემდეგ ეთერიუმის კურსმა ზრდა დაიწყო. დღეს კრიპტოვალუტის ღირებულებამ 2.21%-ით მოიმატა. ეს ნიშნავს, რომ ეთერიუმის კურსი საგრძნობლად გაუმჯობესდა და საბოლოოდ, 3.354 დოლარის ნიშნული დაიკავა.
კვირის განმავლობაში ეთერიუმის მოგება შემცირებულია, მაგრამ არც დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი არის მაღალი. ის 0.07%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ბაზარზე დომინირების მაჩვენებელს: ბიტკოინი 41.9%, ეთერიუმი – 18.8%.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 14 სექტემბრის მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 2 ტრილიონ 102 მილიარდი დოლარი შედგინა.