გვატემალასა და ჰონდურასის ცენტრალური ბანკები სტაბილკოინის საპილოტე პროგრამაზე მუშაობენ

0
994

გვატემალასა და ჰონდურასის ცენტრალური ბანკები ციფრულ ვალუტებს სწავლობენ.

ფინანსური ინსტიტუტები იმ ღირებულებასა და სარგებელს იკვლევენ, რაც შეიძლება კრიპტოვალუტამ ქვეყნების ფინანსურ გარემოს მოუტანოს.

გვატემალას ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ხოსე ალფრედო ბლანკომ პროექტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ციფრულ ვალუტას iQuetzal-ი დაერქმევა.

უნდა აღინიშნოს, რომ Quetzal-ი გვატემალას ეროვნული ვალუტის სახელწოდებაა.

ჰონდურასის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, ვილფრედო ცერატოს განცხადებების თანახმად კი, დირექტორთა საბჭოს დამტკიცების შემდეგ, ჰონდურასის ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო კვლევა იმის დასადგენად, თუ რამდენად მიზანშეწონილია სტაბილკოინის საპილოტე პროგრამის ჩატარება.

რამდენიმე კვირის წინ კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ TGU Consulting Group-მა, კომპანიამ, რომელიც დაფუძნებულია ჰონდურასის დედაქალაქ ტეგუსიგალპაში ქვეყნის პირველი ბიტკოინის ბანკომატი დაამონტაჟა.

“La bitcoinera” ბიტკოინის აპარატი კრიპტოვალუტის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიძინონ ბიტკოინი და ეთერიუმი ადგილობრივი ვალუტის გამოყენებით.

შეგახსენებთ, რომ რომ ცენტრალური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში კრიპტოვალუტის მიმართ საზოგადოებაში არცთუ პოზიტიური დამოკიდებულებაა. ერთი თვის წინ სალვადორის მაცხოვრებლები ქუჩაში გამოვიდნენ, რათა ბიტკოინის შესახებ მიღებული კანონი გაეპროტესტებინათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი