რუსეთი კრიპტოვალუტის მიღებას კვლავ ნეგატიურად აფასებს

0
1023

რუსეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ კრიპტოვალუტით გადახდა ქვეყნის ფინანსურ სისტემას გაანადგურებს.

რუსეთის მთავრობამ კვლავ გააჟღერა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება იმ სცენარის მიმართ რომლის თანახმად, ბიტკოინი შეიძლება ოფიციალურ ვალუტად იქნეს მიღებული.

დიმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოფიციალური წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ რუსეთს არ აქვს მიზეზი ბიტკოინის კანონიერ ფულად აღიარებისთვის.

კრემლის წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ ბიტკოინის მსგავსი კრიპტოვალუტების ტრადიციული ფულის ინსტრუმენტებთან შესაბამისობა ქვეყნის ფინანსურ და ეკონომიკურ სისტემას დააზიანებს.

”ცხადია, რომ რუსეთი არ არის მზად ასეთი ნაბიჯებისთვის”, – აღნიშნა მედიასთან ინტერვიუს დროს დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვის პოზიცია შეესაბამება რუსეთის მთავრობის სკეპტიკურ მიდგომას ბიტკოინის მიმართ. მისი კომენტარი ანატოლი აქსაკოვის ანალოგიურ განცხადებას ეხმიანება. ის გახლავთ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი და რუსეთში კრიპტოვალუტის მიღების მთავარი მოწინააღმდეგე.

შეგახსენებთ, რომ გასულ აგვისტოს, ანატოლი აქსაკოვი ამტკიცებდა, რომ კრიპტოვალუტის მიღება ფინანსური სისტემის განადგურებას ნიშნავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი