სამხრეთ კორეის ფინანსური მომსახურების კომისია: fintech-ი ახალგაზრდების დასაქმების პრობლემას მოაგვარებს

0
2559

სამხრეთ კორეის ფინანსური მომსახურების კომისიამ განაცხადა, რომ მომავალში Blockchain-ს fintech ინოვაციებისთვის გამოიყენებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ რეგულაციის საპირისპიროდ ახალ ტექნოლოგიების გამოყენებას კომისია მხარს უჭერს.

“ფინანსური მომსახურების ბაზრის მონაწილეები სხვადასხვა კომპანიები იქნებიან. ახალი კომპანიის შემოსვლით ფინანსურ ბაზარზე კონკურენცია გაიზრდება. შედეგად, არსებული საფინანსო კომპანიები fintech-ით მომსახურეობის გაუმჯობესებას შეეცდებიან”,-განაცხადა ფინანსური მომსახურების კომისიის თავმჯდომარემ ჩოი იონგ-კუმ.

ფინანსური მომსახურების კომისიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრების დასაქმების პოტენციალს fintech ბაზარზე ხედავს.

“fintech არის ის სფერო, რომელიც მოითხოვს ახალ ტექნოლოგიებს. ვფიქრობ, ეს ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების პრობლემას მოაგვარებს”, – აღნიშნა ჩოი იონგ-კუმ.

ფინანსური მომსახურების კომისია იმედოვნებს, რომ ქვეყანაში არსებული რეგულაცია საშუალებას მისცემს ბიზნესს მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად.

კორეის JoongAng Daily-ის თანახმად, ფინანსური მომსახურების კომისია ასევე გეგმავს app-to-app გადახდის სისტემის შემოღებას, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს პრიდუქცია საკრედიტო ბარათის გარეშე შეიძინოს.

უნდა აღინიშნოს, რომ fintech კომპანია Toss-მა, ონლაინ K Bank-მა და Kakao-მ app-to-app გადახდის სისტემის დატესტვა უკვე დაიწყეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი